
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში, სადაც "ბარსელონამ" "სელტას" უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა, არგენტინელმა ლიონელ მესიმ "მფრინავ ჰოლანდიელად" წოდებული იოჰან კრუიფის მეთოდი გამოიყენა, რომელსაც. კარგა ხანია, არავინ მიმართავდა.
მოგეხსენებათ, ფეხბურთის წესების თანახმად, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა - პენალტი, ჩვეულებრივი საჯარიმო დარტყმაა, რომლის გათამაშება შეიძლება.
და აი, ლეო მესიმ პენალტის ნიშნულზე ბურთი გაასწორა. ფეხბურთელები საჯარიმო მოედნის ხაზზე არიან განლაგებული, ბურთს უკან - როგორც წესი მოითხოვს. მესი შორს არ მიდის ბურთისგან. რას აპირებს, მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა იცის.
გამორბენი და მესის მოძრაობაზე "სელტას" მეკარე მარცხენა დაბალ კუთხეში ხტება: თითქოს, ბურთი სწორედ ამ მიმართულებით უნდა წასულიყო, მაგრამ მესიმ მას მხოლოდ ოდნავ წაჰკრა ფეხი, ხოლო მესის ფეხის ბურთთან შეხებისთანავე დაძრულმა ლუის სუარესმა, სანამ ვინმე აზრზე მოსვლას მოასწრებდა, ის მეტოქე გუნდის კარის ბადეში მოათავსა...
დავიწყებული წესების გახსენება ზოგჯერ მარგებელია, ხოლო ქართული სპორტული მედიის ნაწილისა და მათი მკითხველების მიერ მესის დადანაშაულება პენალტის გაფუჭებაში - უსარგებლო.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ იცოდა, რასაც აპირებდა მესი: "თამაშის გარდა, ჩვენ მაყურებელს შოუსაც ვთავაზობთ. ეს არ იყო "სელტას" უპატივცემულობა, ეს იყო შოუ", - განაცხადა მან.
ამ ვიდეოზე პენალტის შესრულების მსგავსი მაგალითია: 1982 წელს "აიქსის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა სწორედ ასე გაათამაშა პენალტი, თუმცა, გოლის ავტორი თავად გახდა.