
სერდარ ტაშჩი, ეთნიკურად თურქი ფეხბურთელი, რომელიც მოსკოვის „სპარტაკში“ მცველის პოზიციაზე თამაშობდა, გუნდიდან პროტესტის ნიშნად მას შემდეგ წავიდა, რაც ტრიბუნაზე რუსმა ფანატებმა თურქეთის სახელმწიფო დროშა დაწვეს.
ტაშჩი სათამაშოდ „ბავარიაში“ გადავიდა. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა ახმეტ ბულუგმა თურქულ პრესას განუცხადა. შემთხვევა 2015 წლის დეკემბერში, „სპარტაკისა“ და „კრილია სოვეტოვის“ შეხვედრის დროს მოხდა.
სერდარ ტაშჩი, თურქული წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი „სპარტაკში“ 2013 წლიდან თამაშობს. იმის შესახებ, რომ ის „ბავარიაში“ გადადის, 1 თებერვალს გახდა ცნობილი.