-
2014-08-26 22:05
“მცდარია მოსაზრება, რომ მიგრაციის შესახებ კანონი მკაცრდება”, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა მისივე თქმით, უცხოელებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არ გაურთულდებათ, უბრალოდ, მათ ახალი წესები უნდა დაიცვან.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უცხოელი, რომელიც 6 წლის განმავლობაში საქართველოში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე კანონიერად იცხოვრებს, მას მუდმივი ცხოვრების უფლება მიენიჭება.
წულუკიანი ასევე აცხადებს, რომ როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი უკანონოდ შემოვა, მას მიეცემა საშუალება, რომ ნებაყოფლობით დატოვოს ქვეყანა, რადგან შემდგომში კვლავ შეძლოს კანონიერად შემოსვლა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26