საქართველოს ვიზა 50 დოლარი ეღირება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა,
"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელებამდე, სხვადასხვა ტიპის ვიზაზე განსხვავებული ფასები მოქმედებდა, თუმცა კანონში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ არც ქვეყნების და არც ვიზის ტიპის მიხედვით დაყოფა აღარ იქნება. "აქამდე სხვადასხვა ფასი იყო, ახლა გათანაბრდა და ყველა ტიპის ვიზაზე იქნება 50 აშშ დოლარი", - განაცხადა ტაბატაძემ.