სენაკში ბაზრის დაწვის გამო დაზარალებულმა მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

Image

სენაკში ბაზრის დაწვის გამო დაზარალებულმა მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. როგორც ისინი აცხადებენ, თუ ხელისუფლება მათ კომპენსაციის გაცემის პირობას არ მისცემს, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.

 

მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ბანკებიდან სესხი აქვთ აღებული, ხანძრის შედეგად კი საქონელი სრულად დაეწვათ და სესხის გადახდას ვერ მოახერხებენ. აქციის მონაწილეებს სენაკის გამგებელი შეხვდა და განუცხადა, რომ კომპენსაციების შესახებ მას შემდეგ იქნება საუბარი, რაც ზარალი დაითვლება.

 

ადგილობრივი ხელისუფლება მოვაჭრეებს ასევე ბანკებთან შუამდგომლობას სთავაზობს, რათა სესხების პროცენტების დაფარვა გადავადდეს. დაზარალებულები აცხადებენ, რომ ხანძრის გაჩენა განგებ მოხდა, რადგან ცეცხლი ერთდროულად ოთხ სხვადასხვა ადგილს მოეკიდა. იგივეს ეჭვობს სენაკის ბაზრის დირექტორი მურად შამათავაც. იგი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი შესაძლოა, მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს. შამათავა ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობის” სენაკის ორგანიზაციის ლიდერია. სენაკის ცენტრში ძლიერი ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. მთლიანადაა დამწვარი ქალაქის მთავარი ბაზარი. 3 000 კვადრატულ მეტრზე მდებარე ტანსაცმლის მაღაზიები, სტომატოლოგიური კლინიკა, რამდენიმე მარკეტი და სხვა ტიპის კომერციული ობიექტები სრულად განადგურდა. ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს აჭარბებს. სენაკის ბაზარში გაჩენილ ცეცხლს სამეგრელო-ზემო-სვანეთის მხარის ყველა სახანძრო ბრიგადა 3 საათის განმავლობასი აქრობდა. ადგილზე იმყოფებოდა მხარის გუბერნატორი ლევან შონიაც

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !