
შსს-ს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ გოგონამ თავად აღიარა, რომ იცრუა.
„გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება, ბავშვმა ფსიქოლოგთან საუბარში განაცხადა, რომ მოიტყუა.
შესაბამისად, დაკავებული პირი ამ დროისთვის გათავისუფლებულია, მაგრამ უწყებამ უკვე დანიშნა მომხდართან დაკავშირებით ექსპერტიზა და სამინისტრო მის პასუხს მაინც დაელოდება“, - განაცხადეს შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 60 წლის მამაკაცმა კაიროს ქუჩაზე, 12 წლის გოგონა გააუპატიურა.