-
2014-08-26 13:23
მომღერალმა ბინის გასაღების ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა: „აი, სიტყვებით რომ ვერ გადმოვცემ, ისეთი ბედნიერი და გახარებული ვარ. მადლობა, რომ ყოველი დღე სიურპრიზებით სავსეა''.
რამდენიმე დღის წინ მარიტამ სოციალურ ქსელში თავის რჩეულთან, თენგო ცოფურაშვილთან გადაღებული ფოტოებიც ატვირთა. წყვილი ზაფულს ბათუმში ატარებს და ახალ ბინაში რემონტისთვის ემზადება.
რაც შეეხება საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოს, რომელმაც სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება დაიმსახურა, მასზე აშკარად ჩანს, რომ მარიტამ კონკურსის შემდეგ საგრძნობლად დაიკლო და არაჩვეულებრივად გამოიყურება.
