
მოცეკვავე მზია ორველაშვილი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფი საშა ოხრიმენკო უკვე ორი წელია, ერთად ცხოვრობენ.
წყვილმა დატვირთული რეჟიმის გამო აქამდე ქორწილის გადახდა ვერ მოახერხა.
ამჯერად მზია და საშა უკრაინაში, წინასაქორწილო სამზადისში არიან.
„ქორწილს ვიხდით ჯერ უკრაინაში და მერე საქართველოში. მეჯვარეები ჩვენი უახლოესი უკრაინელი მეგობრები არიან. უკრაინაში ქართველი მეგობრები ვერ ახერხებენ ჩამოსვლას, მაგრამ თბილისში ყველა იქნება!
უკრაინაში ჩემი მეწყვილე-ლევან ჩიჩუა, მისი ძმა - გიგი ჩიჩუა და კიდევ რამდენიმე მეგობარი უნდა ჩამოსულიყო.
მე და საშამ ქორწილისთვის ლამაზი ცეკვა დავდგით. ვეცადეთ, ისეთი ცეკვა გაგვეკეთებინა, რომ ეფექტი მოგვეხდინა, თუმცა რომელ ცეკვას შევასრულებთ, ჯერ ვერ გეტყვით, სიურპრიზი გვაქვს მომზადებული სტუმრებისთვის,“ - აღნიშნა მზია ორველაშვილმა.
reitingi.ge