რეცეპტებისსისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს განაცხადა.
"რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს არ ველოდებით. ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია, როგორც მოსახლეობისთვის, ისე სამედიცინო საზოგადოებისთვის. ჩვენ ყოველდღე გვაქვს შეხვედრები, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და ვარწმუნებთ ყველას, რომ ეს ცვლილებები მოსახლეობას დამატებით ბარიერებს არ შეუქმნის", - განმარტა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.