კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 25 -31 აგვისტო

Image

აგვისტოს მართლაც, რომ ზაფხულის ყველაზე ცხელი და რთული თვის ბოლო დეკადა ახლოვდება და, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს "დაიკლებს კი ტემპერატურა" როგორც კლიმატური ისე ადამიანური თუ პოლიტიკური მოვლენების თვალსაზრისით.

 

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოგვიხდება დუღილის მაქსიმალურ ტემპერატურაზე ცხოვრება. იმიტომ რომ აგვისტოს ბოლო დეკადაში საკმაოდ რთულ პლანეტარულ ასპექტაციებთან გვექნება საქმე. შესაბამისად, აუცილებელია ეს ნებისმიერმა ჩვენთაგანმა გაითვალისწინოს.

 

ძირითადი წილი ამ დაძაბულობებისა, საერთაშორისო სარბიელზე მოდის. ამ მხრივ განსაკუთრებული პიკი დაახლოებით 24-25 აგვისტოს შუალდეში გველის.

 

გაიზრდება პოლიტიკური დაპირისპირებების, მკაცრი ულტიმატუმების და შანტაჟი-დაშინების ენით საუბრის ტენდენცია, რაც დამეთანხმებით კარგ შედეგამდე არავის მიიყვანს. მომატებული იქნება სხვადასხვა სახის სამართალდარღვევებისა და კრიმინალის დონეც.

 

გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში ადამიანები ჩვეულებრივზე უფრო უხეშად და აგრესიულად რეაგირებენ ნებისმიერი სახის შენიშვნაზე, ამიტომ კარგად დაფიქრდით ყველა სანამ ვინმეს მკაცრი ტონით მიუთითებთ რამეს. ამ პერიოდში ნურც ძველი წყენების გახსენებას და მათ გამო პასუხის მოთხოვნას შეეცდებით ვინმესთან.

 

ხოლო მათთვის ვინც საჭესთან ხშირად ზის, დიდ სიმაღლეზე უწევს მუშაობა (მაგ. მშენებლობა) ან ფეთქებადსაშიშ, აალბად ნივთიერებებთან უწევს შეხება (ავტოგასამართი სადგურები და ა.შ.) განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო.

 

იმიტომ რომ აგვისტოს ბოლო დეკადა სხვადასხვა ტიპის "აფეთქებების" ალბათობით უხვად გაგვანებივრებს. შესაბამისად, იყავით ფრთხილად და მაქსიმალურად მიიღეთ პრევენციული ზომები, თუკი ზემოთ ჩამოთვლილი რისკის ზონაში გიწევთ მუშაობა.

 

განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ კონფლიქტების წარმოშობას საქმიანი კუთხით. იმიტომ რომ მიუხედავდ დაძაბული პერიოდისა, კონსესუსის მიღწევის და დიალოგის გზით პრობლემების მოგვარების ალბათობაც არსებობს, მთავარი მოვინდომოთ და ემოციებს მაქსიმალური კონტროლი გაუწიოს თითოეულმა ჩვენგანმა.

 

აგვისტოს ბოლო განსაკუთრებით პრობლემატურად შეიძლება იქცეს პირადი და სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. გახსოვდეთ, ასპექტები მუდმივი არ გახლავთ და პლანეტების ნეგატიური კავშირიც დღეს თუ არა ხვალ, პოზიტივით შეიცვლება.

 

საყვარელ ადამიანებს კი გულს თუ ვატკენთ სიცივით და უაპელაციობით, ამ ფაქტს შესაძლოა ხანგრძლივი განშორებისა და გაუგებრობების პერიოდი მოჰყვეს ბევრის ცხოვრებაში. ამიტომ ეცადეთ მოუსმინოთ ერთმანეთს, არ წამოაყენოთ ულტიმატუმები, ნაკლებად ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და მაქსიმალური გულწრფელობა/სითბო გამოავლინოთ საკუთარი მეორე ნახევრების მიმართ.

 

გახსოვდეთ, რომ თუკი საკუთარი თავიდან დავიწყებთ ტრანსფორმაციას უკეთესობისკენ ასე სამყაროც გაცილებით უფრო ნათელი და პოზიტიური გახდება.

 

მოთმინებას, სიმშვიდესა და სიყვარულს გისურვებთ!

 

astrologi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !