ზაზა გაბედავამ მაქს დობერმანი მოატყუა, Skype-ით ჩაწერა, კადრები კი „კიბერბერკუტმა“ გამოაქვეყნა

Image

მოსკოვში მცხოვრები ზაზა გაბედავა, ყოფილი პატიმრის გიორგი გაბედავას მამა უკრაინაში მებრძოლ ქართველს მაქს დობერმანს დაუკავშირდა, საუბრის ჩანაწერი კი „კიბერბერკუტის“ ხელში აღმოჩნდა.

 

„კიბერბერკუტი“ რუსული ინტერნეტჯგუფია, რომელიც სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპორტალებზე ანტიუკრაინულ მასალებს აქვეყნებს. „იუთუბზე“ გამოქვეყნებულ „სკაიპის“ იმ ჩანაწერზე, რომელშიც ზაზა გაბედავა და მაქს დობერმანი საუბრობენ, გაკეთებულია მინაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ „კიბერბერკუტმა“ კიბეროპერაცია ჩაატარა და მაქს დობერმანის საუბრის ჩანაწერი მოიპოვა.

 

„სინამდვილეში არანაირი კიბეროპერაცია არ ჩატარებულა. ზაზა გაბედავამ მაქს დობერმანი მოატყუა, მას გაგრაში დაბადებულ, ამჟამად ხაიფაში მცხოვრებ ებრაელად წარუდგა, გულახდილად ალაპარაკა, ცოლ-შვილის გასაყვანად თანხის გადარიცხვას დაჰპირდა და მერე კადრები ფსბ-ს მიურბენინა, სადაც ვიდეო თავიანთი შეხედულებისამებრ დაამონტაჟეს და გამოაქვეყნეს. ეს ზაზა გაბედავა კი ისე აიგდეს, რომ ელემენტარული შეთანხმებაც არ დაიცვეს და სახეც კი არ დაუფარეს...“, - უთხრა „აფხაზეთის ხმას“ მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

 

მანვე დაამატა, რომ „ზაზა გაბედავას მხრიდან ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მისი პირადი საუბარი ინტერნეტში ხვდება და თვითონ, თითქოსდა, ამასთან არაფერ კავშირშია - ადრე მან თავისი და ბესარიონ გუგუშვილის საუბარიც გაყიდა“.

 

კადრებში, რომელიც „კიბერბერკუტმა“ გამოაქვეყნა, მართლაც კარგად ჩანს ზაზა გაბედავას სახე, ასევე მის მიერ ნათქვამი, რომ გაგრაში დაიბადა და ამჯერად ხაიფაში ცხოვრობს. „აფხაზეთის ხმამ“ გაარკვია, რომ ზაზა გაბედავა ზუგდიდშია დაბადებული და მას არასდროს უცხოვრია ხაიფაში.

 

ინტერნეტში „კიბერბერკუტის“ მიერ ვიდეოს გავრცელებისთანავე უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მოხალისემ მაქს დობერმანმა ახალი ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც აცხადებს, რომ ინტერნეტით გავრცელდა მისი საუბრის არასრული, დამონტაჟებული ვარიანტი. დობერმანი ადასტურებს, რომ მის ცოლ-შვილს მართლაც ემუქრებიან და უკრაინიდან მათი გაყვანა სურს, ხოლო რამდენიმე ეპიზოდს დამონტაჟებულს უწოდებს.

 

„აფხაზეთის ხმა“ აქვეყნებს როგორც „კიბერბერკუტის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერს (იხ. ვიდეოს ფანჯარაში), ასევე მაქს დობერმანის ახალ ვიდეომიმართვას. 

 

მთავარ ფოტოზე ისრით, ასევე ქვედა ფოტოზე - ზაზა გაბედავა

gabedava.jpg

gabedava1-1.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !