ნარმანია: ,,წყლის თავზე გადავლება არასდროს მაკლდა"

Image

თბილისის მერი დავით ნარმანია საქველმოქმედო აქციას შეურთდა  თუმცა მან წყლის გადასხმაზე უარი განაცხადა. როგორც ნარმანია გაზეთ "პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, მან წყლის გადასხმას ფონდში თანხის გადარიცხვა არჩია.

 

 

"ეს აქცია, თავისი არსით, საინტერესოა. ალბათ, უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს ცივი წყლის თავზე დასხმას, ვიდრე ადამიანების რეალური მხარდაჭერა. თუმცა, ამან ძალიან ბევრი ადამიანი მოიცვა და ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეხმაროს მათ, ვისაც განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. მე თვითონ, როცა პირველად ნინო ლომჯარიასგან მივიღე ასეთი გამოწვევა, გადავწყვიტე, რომ ამ შემთხვევაში ფინანსური მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა. წყლის თავზე გადავლება არც არასდროს მაკლდა, მინისტრობის დროს დღე და ღამე გარეთ ვიყავი და შემდგომი 3-4 წლის განმავლობაშიც არ დამკლებია. ამიტომ, ჩავთვალე, რომ მეორე ალტერნატივა რაც არის, 100 დოლარი გადავრიცხო იმ ფონდში, რომელიც ამერიკელ ბავშვებს ეხმარება, ვინაიდან ეს არის ამ აქციის მიმართულება. ამავდროულად,

 

მერიის გუნდი სოლიდარობის ფონდს ვუერთდებით და ამ ფონდში ყოველთვიურ შენატანებს გავაკეთებთ. უახლოეს დღეებში ფონდის პრეზენტაცია გაიმართება. მე, როგორც თბილისის მერი, ამ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვარ და სხვა ვალდებულებები, პასუხისმგებლობები მაქვს. თუმცა, ეს საკითხი მხოლოდ ერთი გამოწვევით არ დასრულებულა. რამდენიმე დღის წინ კახი კალაძემ გამომიწვია. მოგვიანებით, გამთენიისას, ბათუმის მერმა დამირეკა და მითხრა, შარში ვარ, დელფინარიუმში მივდივარ, წყალი უნდა გადავივლო და იცოდე, გასახელებო. აქედან გამომდინარე, სხვა ბევრ გამოწვევას ველოდები. კიდევ უფრო მეტად მიჩნდება სურვილი იმ ადამიანებს დავეხმარო, რომლებიც ვერ ფინანსდებიან ძირითადი სახელმწიფო პროგრამებით ჯანდაცვის სამინისტროდან, თბილისის მერიიდან, მაგრამ სოლიდარობის ფონდი ამ ადამიანებს დაეხმარება.

 

მე თვითონ ჩემს მოადგილეებს გამოვიწვევდი. ვერ გეტყვით, სიღრმისეულად არ ვიცნობ იმ წიაღს და მიმართულებებს, საიდანაც ეს აქცია წამოვიდა, მაგრამ, მაინც, ალბათ, იმ ადამიანებისთვის არის, ვისაც შეუძლია შესაბამისი ქველმოქმედება გასწიოს. ვის სიტყვას და მოქმედებასაც ფასი აქვს სხვა ადამიანებისთვის, რომ მას მიბაძონ. აქედან გამომდინარე, საინტერესოა", - ამბობს ნარმანია "პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !