რატომ ჩაარტყა ბროლის ლარნაკი ჯუნა დავითაშვილმა ალა პუგაჩოვას

Image

აღნიშნულის თაობაზე ცნობილმა ექსტრასენსმა  ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტგამოცემას ინტერვიუ მისცა.

 

 

„1986 წელს სიდნეიში ტრადიციული და ალტერნატიული მედიცინის ფორუმზე მიმიწვიეს. წასასვლელად ვემზადებოდი, როცა ალა პუგაჩოვასგან მივიღე მოწვევა. უარი ვთქვი, მაგრამ შვილმა მირჩია, იქნებ პრობლემა აქვს, ცუდად არის და იმიტომ გთხოვს მისვლასო.

 

ამიტომაც დავთანხმდი და მასთან მივედი... არავითარი ავადმყოფობა, მის სახლში სმა და დროსტარება იყო გაჩაღებული. ალამ  ბოკალი გამივსო და დალევა შემომთავაზა. მე საერთოდ არ ვსვამ, ამიტომაც უარი ვუთხარი.

 

ამ დროს ალა მომვარდა, თმაში ხელი მტაცა, მთელი ძალით მომქაჩა და სტუმრების გასაგონად დაიყვირა, ახლავე დალიეო. ყველას წინაშე დამამცირა. მე მუშტი ამოვარტყი მკერდში, მაგიდიდან ბროლის ლარნაკი ავიღე და თავში ჩავარტყი.

 

მერე მის ყელსაბამს ჩავაფრინდი. ყველანი ჩვენს გვაშველებდნენ, მაგრამ ხელი ვერ გამაშვებინეს. უკვე გონება მქონდა გადაკეტილი. თვალიც გავუხეთქე და ტუჩიც. ამის მერე გაიკეთა ალამ პირველი პლასტიკური ოპერაცია. მისი სახლიდან როგორ გამოვაღწიე, აღარ მახსოვს“, - ყვება ჯუნა დავითაშვილი.

 

ნათელმხილველმა ამ დაპირისპირების მიზეზებზეც ისაუბრა.  მისი თქმით, ალა პუგაჩოვა შურმა და შიშმა დააბრმავა. „ვერ მაპატია, როცა სიმღერის კონკურსში პირველი ადგილი ავიღე, მან კი - ვერც ერთი. იმ დროს ესტრადაზე ვმღეროდი კიდეც, მეცო-სოპრანო ვიყავი.

 

მას მერე ვერ მიტანდა, ალბათ შეეშინდა ჩემთან კონკურენციის და გადაწყვიტა, ეჩვენებინა ჩემთვის, ვინ იყო რუსულ ესტრადაზე მთავარი", - აღნიშნა მან.

 

მას მერე  ქალბატონები ერთმანეთთან შეხვედრას ერიდებიან, თუმცა ელიტურ წვეულებებზე მაინც უწევთ შეხვედრა. „ერთხელ „ოლიმპიურის“ დარბაზში ერთ კონცერტში ვმონაწილეობდით. ჩემი შესრულების მერე სცენაზე ალა გადიოდა.

 

მან კი მეორე მხრიდან მოუარა სცენას, რომ ჩემთან შეხვედრა აეცილებინა თავიდან", - იხსენებს ნათელმხილველი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !