მამაკაცმა ცოლი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ-სპირტი გადაასხა და დაწვა(ვიდეო)

Image

27 წლის ვერონიკა ფილიპოვა ქმარმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ სპირტი გადაასხა და დაწვა. ვერონიკასთვის ეს მეორე ქორწინება იყო, მას პირველი ქორწინებიდან მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს.

 

  

მისი რჩეული 30 წლის ივან კუზმინი იყო. წყვილმა მაღაზიაში გაიცნო ერთმანეთი, გოგონა სუპერმარკეტში მუშაობდა გამყიდველად, ხოლო ივანე ყოველ საღამოს სამუშაოს დამთავრების შემდეგ შედიოდა მაღაზიაში. მათ შორის მხურვალე რომანი დაიწყო, 2 კვირის შემდეგ კი ვერონიკა თავის 9 წლის ვაჟთან ერთად გადაბარგდა ივანესთან, რომელიც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა.

 

თუმცა ურთიერთობა მათ შორის არ აეწყო, ივანე ლოთობდა, ცემდა ქალს, ჰქონდათ მუდმივი ფინანსური კრიზისი. ვერონიკა რამდენჯერმე გამოექცა ივანეს, ცდილობდა ახალი ურთიერთობები წამოეწყო სხვა მამაკაცთან, თუმცა კუზმინმა ყველა ჩამოაშორა.

 

"ის ლოთობდა და ცემდა ქალს, ხოლო ვერონიკა აქეთ-იქით დროს ატარებდა, ყველა წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობის, თუმცა ვერონიკას არაფრის გაგონება არ სურდა - ამბობს ვერონიკას ტყუპი და ვიქტორია ჟუკოვა - ერთ დღესაც გამოგვიცხადა, რომ ივანეზე ოფიციალურად ქორწინდება".

 

კუზმინს ფული არ ჰქონდა, დედისგან ისესხა, ცოლს კაბა უყიდა, თავისთვის შარვალ-კოსტუმი, დანარჩენი თანხით პროდუქტები და სპირტიანი სასმელები იყიდა.

 

საქორწინო ცერემონიალი 15 აგვისტოს ვოლგოგრადის ერთ-ერთ ქორწინების სახლში შედგა.

შემდეგ ახალდაქორწინებულები სტუმრებთან ერთად პატარძლის დის სახლში გაემართნენ, იყო მხიარულება, ბევრი ალკოჰოლი და ხმამაღალი მუსიკა.

 

ღამის 12 საათზე წყვილი სახლში დაბრუნდა, ბავშვი დააძინეს, ხოლო თვითონ მეზობელთან შევიდნენ იქ გააგრძელეს ქეიფი.

 

მეზობელთან ყოფნისას გაირკვა, რომ წყვილმა დაკარგა ოთახის გასაღები, სადაც ვერონოკას 9 წლის შვილს ეძინა.

 

– მაშველები გამოიძახეს, რომ კარი გაეღოთ, თუმცა სანამ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოვიდოდნენ, ნამდვილი სკანდალი ატყდა ცოლ-ქმარს შორის - იხსენებს მეზობელი მარინა, -ივანე სასტიკად ცემდა ვერონიკას, მე ვცდილობდი გაშველებას".

 

"ივანს დავემუქრე პოლიციას გამოვიძახებ მეთქი", - ამბობს მეორე მეზობელი დიანა.

 

საბოლოოდ ქალებმა ვერონიკას დას და ივანეს დედას დაურეკეს.ისინი მალევე მოვიდნენ, ტრაგედია მათ თვალწინ დატრიალდა."დაგწვამ" - დაიღრიალა მამაკაცმა, ქალს საქორწინო კაბაზე სპირტიანი სასმელი გადაასხა და სანთებელათი მოუკიდა.

 

სინთეთიკური კაბა უცებ აალდა, ყველანი ერთიანად ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, მათ შორის თვითონ ივანეც.

 

სიძის დედამ საწრაფო გამოიძახა, ვერონიკა კლინიკაში გადაიყვანეს, საავადმყოფოში ქალს ივანეც გაყვა.

 

გზაში ვერონოკა ჯერ კიდევ გრძნობაზე იყო, იგი აცხადებდა, რომ თავი შემთხვევით დაიწვა..სპირტიანი სასმელი გადაესხა იმ დროს როდესაც თან ეწეოდა... ექიმებმა ვერონიკას გადარჩენა ვერ შეძლეს, მას სხეულის 90% დამწვარი ჰქონდა.

 

ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ ივანეს დედამ პირველი კომენტარი გააკეთა:"მან თავი ვერ შეიკავა, ის ღალატობდა და არაფერს იკლებდა".

 

თუმცა როგორც გაირკვა კუზმინს ადრეც ჰქონდა დანაშაული ჩადენილი. 10 წელი გაატარა ციხეში, 19 წლის იყო, როდესაც ნარკოტიკების მოხმარება დაიწო და შედეგად საკუთარი 13 წლის და გააუპატიურა.

 

Intermedia.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !