"ბოდიშს გიხდი, ვინც ხარ, მაგრამ ეს უნდა გადამეღო", - ამ მინაწერით ატვირთა კაზანტიპის ფესტივალის ერთერთმა მონაწილემ ვიდეო სოციალურ ქსელში, სადაც სავარაუდოდ ქართველი, 50 წელს გადაცილებული, ნასვამი მამაკაცი ჩანს.
კადრებიდან ჩანს, რომ მამაკაცს "კაზანტიპის რესპუბლიკის" ვიზა მიღებული აქვს და ელექტრონული მუსიკის ჰანგებზე კარგადაც ერთობა.