თვითმხილველთა თქმით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
აალებულ ავტომანქანაზე ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა და იგი მთლიანად დაიწვა.
ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ავტომანქანის გაუმართაობა და ძლიერი სიცხე დასახელდა.
მომხდარის გამო გზაზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.