
როცა უიტნი უეი ტორი თინეიჯერი გოგონა იყო, მას ძალიან უყვარდა მუსიკა და ცეკვა. ის რადიოში პროდუსერი გახდა, მუსიკა სულ თან ახლდა, მაგრამ ცეკვა შეწყვიტა.
ცოტა ხანში უიტნიმ წონაში იმატა. მატება იმდენად სწრაფი და თვალსაჩინო იყო, რომ გოგონა სასოწარკვეთილებამდე მივიდა. მოგვიანებით მან გაიგო, რომ სპეციფიკური დაავადება სჭირს და წონას ვერაფერს მოუხერხებს. უიტნის არ უნდოდა, რომ ეს ზედმეტი 200 ფუნტი გამხდარიყო მიზეზი, რის გამოც მას გარშემომყოფთა წინაშე შერცხვებოდა.
და მან ხელახლა დაიწყო ცეკვა - ყოველგვარი კომპლექსის გარეშე. შემდეგ კი გახდა კამპანიის ინიციატორი, რომელსაც „ნუ გრცხვენია შენი სხეულის გამო“ დაარქვა. ამ კამპანიით უიტნი მხარს უჭერს ქალებს, რომლებსაც ზედმეტი წონის გამო კომპლექსები აქვთ. ნახეთ მისი ცეკვა ჯეისონ დერულოს ჰანგებზე - ნამდვილად გაოცდებით...