მომავალ წლებში ,,კაზანტიპი" საქართველოში აღარ ჩატარდება

Image

როგორც “რესპუბლიკის პრეზიდენტმა” ნიკიტა მარშუნოკმა განაცხადა, წელს ანაკლიაში ღონისძიების მოსამზადებლად 4 მილიონი დოლარი დაიხარჯა და თანხის დიდი ნაწილის ამოღებაც კი ვერ ხერხდება. 

 

მისი თქმით, ღონისძიების დაწყებიდან მეოთხე დღეს “კაზანტიპის რესპუბლიკას” სულ 4 000-მდე სტუმარი ჰყავს, რაც მეტისმეტად ცოტაა.
 
მარშუნოკის განმარტებით, თუკი წელს ანაკლიაში ჩასული ტურისტების უმეტესობა უკმაყოფილო დარჩება, დიდი შანსია, მას მომავალ წლებში არათუ ანაკლიაში, არამედ ზოგადად, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში აღნიშნული პროექტის განხორციელება გაუჭირდეს.
 
“მე და ჩემმა გუნდმა აქ ყველაფერი გავაკეთეთ იმ მოკლე დროში, რაზეც შეთანხმებული ვიყავით. ჩვენ საქართველოში კაზანტიპი დავბადეთ, თუმცა 4 000 ადამიანი ამ ტერიტორიისთვის ძალიან ცოტაა. დრო გვიჩვენებს რამდენად სჭირდება საქართველოს კაზანტიპი. თუ მე ის დანახარჯი ვერ ამოვიღე და მილიონობით ვალი დამრჩა დაუფარავი, აღარ მექნება საშუალება, რომ აქ ჩავატარო კაზანტიპი. და თუ საერთოდ უკმაყოფილო ადამიანები წავიდნენ აქედან, მაშინ შეიძლება საერთოდ ვეღარ ჩავატარო ეს ფესტივალი”, - განაცხადა ნიკიტა მარშუნოკმა.
 
ამასთან, მარშუნოკის მტკიცებით, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ბიზნესმენებისა და მეწარმეების მიერ შეთანხმების დარღვევა და ადგილზე არსებული კოლოსალური ფასები.
 
“პირველ რიგში მინდა იმ ბიზნესმენების მოლოდინებზე ვისაუბრო, ვისაც იმედი გაუცრუვდა კაზანტიპზე ადამიანების ნაკლებობის გამო. ხალხი, რომელიც თავის შვებულებას გეგმავს და რამდენიმე ათასი კილომეტრით შორს ჩამოდის, ისინი პირველ რიგში საცხოვრებლის საფასურს უყურებენ, მისი ფასი კი, დაახლოებით ათმაგად გაიზარდა იმასთან შედარებით, რასაც პირველად შემპირდნენ.
 
ყველა ადამიანი არ იცხოვრებს ისეთ პირობებში, სადაც ერთ სართულზე უკარებო აბაზანაა. თვლიან, რომ ეს შეურაცხმყოფელია და ისინიც კი, ვინც აქ ჩამოსვლაზე ოცნებობდნენ, ჩამოსვლაზე უარს აცხადებენ. რაც შეეხება გზებს – როგორ შეიძლება მოხვდე საქართველოში, როდესაც  ყველა გზა ჩაკეტილია? ეს მხოლოდ ყველაზე თამამებს გამოსდით. რუსეთიდანაც არ შეუძლიათ აქ ჩამოსვლა, როდესაც ისინი ამ აუდიტორიის 66% არიან. ქართველები კი კაზანტიპზე ძალიან ცოტანი არიან”, - აღნიშნა მარშუნოკმა.
 
ამ ყველაფრის გამო ხვალიდან ქართველ დამსვენებლებს კაზანტიპის რესპუბლიკის ვიზები ფასდაკლებით გადაეცემათ.
 
თუკი წელს ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდებოდა, ,,კაზანტიპის" საქართველოში გამართვას ორგანიზატორები მომდევნო ათი წლის მანძილზე აპირებდნენ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !