"კარგი მეგობარი და უკრაინის ძლიერი ადვოკატი"- ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ანგელა მერკელს.
როგორც ,,liga.net"-ი წერს, პოროშენკომ მერკელთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში მათ 20-ზე მეტჯერ ჰქონდათ საუბარი, რაც ძალიან დაეხმარა უკრაინის ინტერესების დაცვას.
ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ კიევში აპირებს განიხილოს საკითხები, რაც გერმანიის მიერ უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდება.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა, რომელიც კიევში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.