
"კაზანტიპის რესპუბლიკის" ვიცე-პრეზიდენტი გიორგი სიგუა კაზანტიპის ფესტივალზე გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს. ის ფესტივალზე მეუღლესთან, ეკა სიგუასთან ერთად იმყოფება.
"შენი ცოლი წაიყვანე კაზანტიოზეო მწერდნენ ხოლმე კეთილი ძიები. ა ბატონო აგერ ვართ", - წერს გიორგი სიგუა და ფესტივალის მესამე დღის ბოლოს აღწერს, როცა 10.000 საჰაერო ბურთზე ფესტივალის მონაწილეებმა თავიანთი სურვილები დაწერეს და ცაში გაუშვეს. "აფხაზეთი" - წერია გიორგი სიგუას საჰაერო ბურთზე.