კერძოდ, რუსეთის სახელმწიფო ბანკებს ევროპაში აქციებისა და ობლიგაციების გაყიდვა აეკრძალათ და ნავთობის სფეროში აღჭურვილობის ექსპორტი დაებლოკათ.
ევროკავშირმა იმ ახალ კონტრაქტებზეც აკრძალვა დააწესა, რომელიც რუსეთში იარაღის, ელექტონიკისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებს და რომელიც შესაძლოა, საომარი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული.
სანქციები 31 ივლისიდან ამოქმედდება.