რუსი პილოტი აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ წარმოებულ იერიშებზე ჰყვება

Image

თადარიგში გასულმა რუსმა სამხედრო პილოტმა ალექსანდრე კოშკინმა მემუარები წიგნად გამოაქვეყნა.

 

 „20 წელიწადი მსოფლიოში საუკეთესო მოიერიშეზე Су-25, 820 საბრძოლო გაფრენა“ - პილოტის სამხედრო კარიერაზე მოგვითხრობს, რომელშიც იგი აფხაზეთის ომში ჩატარებულ საბრძოლო მოქმედებებს აღწერს.  

 

ქართველებისთვის წიგნის ამ მონაკვეთის წაკითხვა ძალიან მტკივნეული იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მწარე რეალობაა და მტრის ხატის ცოდნა არავისთვის არ არის ურიგო.

 

„ჩემი პირველი სამიზნე მდინარე გუმისთის გადაღმა, დიდ ხეობაში მდებარეობდა. ქართველების საზენიტო საშუალებებისგან დასასხლტომად, ფრონტის ხაზს ფლანგიდან მოვუარეთ და სამიზნეს ზურგის მხრიდან შევუტიეთ. აქედან ქართველები არ გველოდნენ. ყველა თვითმფრინავმა სამიზნეზე იერიში 4-4-ჯერ მიიტანა.

 

პოლკოვნიკმა კოვალენკომ მათ მიერ შემუშავებული მეთოდი გამაცნო. 800 კმ/სთ-ის სიჩქარით ფრენისას, პილოტი მოიერიშეს ცხვირს ოდნავ მაღლა სწევდა და უმართავი რაკეტების ზალპს აკეთებდა. მაღალი სიჩქარე და აწეული ცხვირი, რაკეტების ფრენის მანძილს 5-დან 18-20 კმ-მდე ზრდიდა. რაკეტების დიდ განფანტვას და შესაბამისად, დაცემის ადგილში მშვიდობიან მოსახლეობაში დიდ მსხვერპლს არავინ უყურებდა...

 

აფხაზეთში 10 თვის განმავლობაში მხოლოდ 20 საბრძოლო გაფრენა მქონდა. თუმცა მათ შორის წარმატებული ოპერაციებიც იყო. მაგალითად ქართველების სატანკო კოლონის განადგურება. ერთხელ სოხუმისკენ სატვირთო ავტომობილებით მიმავალი ქართველი ქვეითების კოლონა დავბომბეთ. აფხაზი მზვერავების ცნობით 200-მდე ქართველი დავაწვინეთ. ეფექტურად ვიმოქმედეთ კალასურის რაიონში, სადაც საწვავის და იარაღის საწყობი ავაფეთქეთ.

 

მოერიშეები ქართველებსაც ჰყავდათ და ისინი მათ გამოყენებასაც ცდილობდნენ, მაგრამ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ეფექტურად მოქმედებდა. ერთხელ საკუთარი თვალით ვნახე ღამით, ორი რაკეტით ჩამოგდებული ალმოდებული ქართული თვითმფრინავი მიწაზე როგორ ჩამოვარდა.

 

გამთენიისას კიდევ ერთი ჩამოაგდეს. მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო. მაგრამ მიწაზე დაშვება არ დასცალდა - პარაშუტზე ჩამოკიდებული აფხაზებმა ჰაერშივე დაცხრილეს.

 

ერთ დღეს დაზვერვამ მოიტანა ცნობა, რომ ფოთიდან სოხუმის მიმართულებით ქართველების დიდი სამხედრო კოლონა მოძრაობდა. ვარაუდით ტანკებიც ჰყავდათ. აფხაზები შეშინდნენ და იმწამსვე დასახმარებლად მოგვმართეს. ფრონტის ხაზზე გადაფრენა სახიფათო იყო. იქ ქართული „შილკები“ და საზენიტო კომპლექსები მოქმედებდნენ.

 

 

ამიტომაც შეტევა ზღვიდან გადავწყვიტეთ. ამ ადგილას სამოქალაქო ლაინერების მარშრუტები გადიოდა და ოფიციალურად სამხედროებს იქ ფრენა ეკრძალებოდათ. მაგრამ ომი ომია. ავფრინდით და 8250 მ-ზე ავედით. ოთხი თვითმფრინავით ძალიან მჭიდროდ მივფრინავდით, რომ ქართულ რადარებზე ჩვენი ოთხეული ერთ წერტილად გამოჩენილიყო.

 

ფოთთან დაშვება დავიწყეთ და ქალაქიდან 30 კმ-ის მოშორებით მოწინააღმდეგეს ზურგის მხრიდან შევუტიეთ. დავწვით ყველაფერი, რაც მოძრაობდა. მართალია კოლონაში ტანკები არ ყოფილა, მაგრამ ქართველებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. გავანადგურეთ სატვირთოები და მასში მსხდომი ქვეითები. ასევე 10 ერთეულამდე ჯავშანტექნიკა...“- წერს ალექსანდრე კოშკინი.

 

ეს იყო 21 წლის წინ. დღეს კი უკრაინაშიც იგივე რეალობაა. ინტერნეტში თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები ვრცელდება, თუ როგორ ბომბავს რუსული არტილერია უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი სამთავრობო ჯარების პოზიციებს.

 

 

 

 

http://www.ambebi.ge/samkhedro/107516-qchven-qarthul-kolonebs-vbobmavdithq-rusi-pilotis-aghiareba.html 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !