სკანდალური წერილები ციხიდან

Image

სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი  გიორგი მღებრიშვილი პირობას დებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში ციხეში მაყურებლის ინსტიტუტი ვერ იარსებებს.

 

თუმცა, როგორ აპირებს ამ პრობლემის გადაჭრას, მღებრიშვილს არ დაუკონკრეტებია. სამაგიეროდ ბევრი კონკრეტიკაა იმ წერილებში, რომელიც პატიმრებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სახელზე დაწერეს.

 

ტრისტან ვასაძე 2011 წლის 22 ივნისიდან სასჯელს გლდანის #8 დაწესებულებაში იხდიდა. 2014 წლის მარტში კი ის ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც, როგორც თავად ყვება, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

 

„2014 წლის 19 მარტს ჩამიყვანეს საკარანტინო ნაწილში, სადაც დამხვდნენ უფროსის მეორე მოადგილე, ასევე პირველი მოადგილე და ციხის სხვა თანამშრომლები. მე მოვითხოვდი, რომ ჩემს დაბადების დღეზე დაეშვათ გარედან შემოგზავნილი საჭმელები.

 

ამ დროს ჩემთვის უცნობი მსჯავრდადებული ჩამოათრიეს და დაუწყეს მაისურზე ხელით ჭიდილი, რაზეც ამ პატიმარმა გამოთქვა პროტესტი. ამის შემდეგ ის შეაგდეს ჩემს წინ არსებულ „ფუქსში“, რომელსაც გისოსების კარი აქვს და დაუწყეს ცემა. მე ვუთხარი, რატომ სცემთ, ან მე რატომ მაყურებინებთ ამ ყველაფერს-მეთქი. შემდეგ დამაბრუნეს ჩემს საკანში, „ე“ კორპუსში.

 

22 მარტს გამოვედი საკნიდან, დავურეკე ჩემს მეუღლეს და ვუთხარი, რომ ჩვენ ვიწყებთ შიმშილობას, რადგან ციხეზე ხდება პატიმრების ცემა, თქვენც მოდით ციხესთან, დაიწყეთ შიმშილობა, დაურეკეთ ტელევიზიებს და გვიშველეთ-მეთქი. საუბარი რომ დავასრულე, შევედი საკანში, დაახლოებით 15-20 წუთში ჩემთან მოვიდა კორპუსის უფროსი და მითხრა, – წამოდი კარანტინშიო, რაზეც უარი ვუთხარი.

 

ცოტა ხანში საკანში შემოცვივდნენ ციხის თანამშრომლები და ცემით გაიყვანეს ჩემი თანასაკნელები. მარტო რომ მომიხელთეს, დამიწყეს ცემა ხელებით, ფეხებით და 2-ლიტრიანი წყლით სავსე ბოთლებით.

 

წამიყვანეს საკნიდან. როდესაც ვიკითხე, სად მივყავდი, დამცინავად მითხრეს, – იქ მიდიხარ, სადაც შემთხვევითი სიკვდილიანობაა მომატებულიო. ასე აღმოვჩნდი #2 დაწესებულებაში.

 

ქუთაისში გადმოყვანის დღიდან ირღვევა ჩემი უფლებები. არ დამიფიქსირეს ის სილურჯეები, რომელიც გლდანის ციხეში ცემის დროს მომაყენეს. #2 დაწესებულებას ჰყავს ციხის მაყურებელი, ყველა კორპუსსა და „პრაგულკასაც“ კი თავისი მაყურებლები ჰყავს. მე ვითხოვდი აღმოსავლეთ საქართველოს დაწესებულებაში გადაყვანას, რადგან აქ არავინ მყავს და ჩემს ოჯახს უჭირს ჩემთან ჩამოსვლა.

 

ციხის უფროსის მოადგილე შემპირდა, რომ აქედან გამიშვებდა, მაგრამ ბოლოს უარი შემომითვალა. ამის შემდეგ ვუთხარი, რომ იძულებული გავხდები, ვაგინო ქურდულ სამყაროს ფანჯრიდან. ისე, რომ მთელმა მაყურებლებმა გაიგონ და მოგიწიოთ ჩემი აქედან გადაყვანა-მეთქი. მან კი მიპასუხა, – გავატარებ „პრაგონს“, რომ ვითომ ვიღაც გიჟი ხარ და შესაბამისად, არავინ მომაქცევდა ყურადღებას.

 

17 ივლისს ჩემს ქვემოთ მდებარე საკნიდან ამომძახეს და გამაფრთხილეს, თუ ასეთ რამეს ვიზამდი, სადმე გადამეყრებოდნენ და წესს ამიგებდნენ. რომ ვკითხე, ვინ მელაპარაკებოდა, მან მიპასუხა, მაყურებლებმა შემოგითვალეს ასეო.

 

იმ დღესვე მე და ჩემი თანასაკნელი გავედით „პრაგულკაზე“ და კორიდორში გაღებული ფანჯრიდან დავიწყე ყვირილი, ანუ ციხეს მივმართავდი. როდესაც გამაგონეს, მე დავიწყე გინება „მაყურებლებისა“ და ქურდული ტრადიციების მატარებლების მიმართ, რაზეც იქიდან ატყდა ყვირილი, რომელი ვიყავი.

 

მე ვუთხარი ჩემი სახელი და გვარი, მერე იქიდანაც დამიწყეს გინება და პირობა მომცეს, რომ მე მოვკვდებოდი.

 

ციხეზე მიდის ფულზე თამაში, გროვდება საერთო, ე.წ. „ობშიაკი“ და თამაშის დროს პატიმარს შეუძლია სხვა საკანში გადასვლა, რა თქმა უნდა, „მაყურებლის“ მეშვეობით.

 

17 ივლისსვე ლურსმნით დავიჭედე ხელი საკნის სკამზე და გამოვაცხადე შიმშილობა. თუ აქედან არ გადამიყვანენ, 90 პროცენტით ჩემი სიკვდილით დასრულდება ყველაფერი. გთხოვთ, მიშველოთ და მომაქციოთ ყურადღება. აქ ისიც კი შეუძლიათ, რომ თვითმკვლელობამდე მიგიყვანონ“, – წერს საკუთარ ახსნა-განმარტებაში პატიმარი ტრისტან ვასაძე.

 

კიდევ ერთი პატიმარი, რომელმაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართა, გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფი შავლეგ გურგენიძეა.

 

„2014 წლის 18 ივლისს 13:00 საათზე გადამიყვანეს #8 დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც შემხვდა უფროსის მოადგილე უსაფრთხოების დარგში. მითხრა, რა გინდა, რა განცხადებებს წერ „საია“-ს სახელზეო? მე მშვიდად ვუპასუხე, რომ დავწერე, ესა და ეს მსჯავრდადებულები რომ წყვეტენ, კორპუსზე ვინ უნდა გაჩერდეს და ვინ არა და რომ ამ ყველაფერს თქვენ მფარველობთ-მეთქი.

 

მან მიპასუხა, ეგენი უკვე კამერაში შევყარეო. შემდეგ მითხრა, შენ იცი, რაც უნდა გააკეთოო. თუ „საია“-ში დავას გააგრძელებ, მერე ვნახოთ, ვის რა შესაძლებლობები აქვს და ვინ რას გააკეთებს. თუ არ გინდა აქედან გასვლა, მაშინ გააგრძელე „საია“-ში განცხადებების წერა და ვნახოთ, ვინ რას მოიგებსო.

 

მისი სიტყვები აღვიქვი, როგორც მუქარა და გამიჩნდა შიში, რომ სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ შეიძლება სასჯელი დამიმატონ, რადგან მან ასევე მითხრა, რომ „კამერაში“ ხალხი რომ გალახე, ისინი თუ არ იდავებენ, მაგასაც ვნახავთო. ეს ბრალდება იყო სრულიად უსაფუძვლო, რადგან სინამდვილეში არავინ გამილახავს“, – წერს პატიმარი შავლეგ გურგენიძე.

 

 

 

 

http://primetimenews.ge/?page=15&news_id=32371&c=2 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !