-
2014-07-29 10:05
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით სენატორები ჯონ მაკკეინი (რესპუბლიკელი), ბენ კარდინი (დემოკრატი), ჯინ შაჰინი (დემოკრატი) და ჯიმ რიში (რესპუბლიკელი) საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბრალი წარუდგინა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და წინა ხელისუფლების მრავალ ლიდერს.
პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა უნაკლო არ ყოფილა და ნებისმიერი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია კანონის დაცვა, მაგრამ მართლმსაჯულების აღსრულება არ უნდა გახდეს პოლიტიკური შურისძიების იარაღი და ეროვნული განხეთქილების წყარო.
განსაკუთრებით დღეს, როდესაც საქართველოს წინაშე ამდენი გამოწვევაა.
ჩვენ, და სხვებმა, მტკიცედ მოვუწოდეთ პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს და სხვა ქართველ ლიდერებს, ფოკუსირებულიყვნენ მომავალზე და არა წარსულზე, ქვეყანას წინ გაძღოლოდნენ და არა უკან.
პრაქტიკულად წარმოუდგენელია, როგორ შეესაბამება ამ მიზანს წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა უმეტესობის გასამართლების გადაწყვეტილება.
ქართველი ლიდერები ღრმად და სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა. დღევანდელი მოქმედებება, სხვა მოქმედებების მსგავსად, უსარგებლო გამოწვევებს უქმნის ჩვენი ურთიერთობის წინსვლას", – ნათქვამია ამერიკელი სენატორების ერთობლივ განცხადებაში.