
ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ტაშიიი... კოლექტიური ბრალი მიშას, გიგის, ვანოს, ზურას, დათო კეზერაშვილს. ჩემმა ქმარმა რა დააშავა? თავს იგნორირებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობ“, - წერს გიგა ბოკერიას მეუღლე.