-
2014-07-28 13:12
ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, დღეს დასავლეთ საქართველოში ძლიერ წვიმაა მოსალოდნელი.
მისივე თქმით, ივლისის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება და ჰაერის ტემპერატურა უმნიშვნელოდ დაიწევს.
2-3 აგვისტოს კი დასავლეთ საქართველოში 38 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.
30-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, საღამოსა და ღამის საათებში ასევე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. 31 ივლისს წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც, მათ შორის თბილისში, თუმცა ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსი იქნება. ამასთან, ხვალ თბილისში 32 გრადუსია ნავარაუდევი.
ნიორაძის განმარტებით, 1-დან 5 აგვისტომდე საქართველოში კვლავ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში 2-3 აგვისტოს 38 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში - 36 გრადუსი. 5-6 აგვისტოს კი დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, 7 აგვისტოს შემდეგ კი კვლავ გამოიდარებს.