-
2014-07-28 12:42
ელექტროგადამცემ ხაზებზე მომხდარი ავარიის გამო სრულიად საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდა.
აღნიშნულს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან სოციალურ ქსელში ასეთი ირონიული გამოხმაურებები მოჰყვა:
ეკა ხერხეულიძე: „ძვირფასო ქოცელიტავ, სააკაშვილისგან თუ მუდმივი ელექტრომომარაგების საიდუმლო გაინტერესებთ, მიპატიებია ეგ ამჩატება თქვენთვისაც და მილოშევიჩის პროკურორებისთვისაც".
გოგა ხაჩიძე: „ხომ არ მეშლება, ახალი, ენერგიული, მოტივირებული და პროგრესზე ორიენტირებული მთავრობა გუშინ დაამტკიცეს ხო?!...
უხერხულია კაცო, პრეზიდენტს სიბნელეში ხომ არ დავკითხავთ?!... აი ბავშვებო, ასე ვცხოვრობდით დღეების, თვეების და წლების განმავლობაში, სანამ ხელისუფლებაში მიშა და ნაციონალური მოძრაობა მოვიდოდა“.
ზურაბ ჭიაბერაშვილი: "ჩაბნელებულ თბილისში ამაყად ანთია პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია. მაინც რაღაცნაირი იმედია"
კრიმინალი ამაღამ განსაკუთრებით დაიკლებს. საათზე მეტია კალაძის ავტოგოლის რეჟიმში ვართ".
ზურაბ ჯაფარიძე: „ხვალიდან: ნებისმიერი საუბარი დენის გათიშვასთან დაკავშირებით, არის დემაგოგია და მეტი არაფერი. ჩვენთვის ღირსების საკითხია, რომ ასეთ ტყუილებს არ ვუპასუხოთ.
2006 წლის ##### და 2008 წლის ##### რიცხვებშიც გაითიშა დენი და მაშინ რატომ არ იღებდით ხმას? პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნება დენის გათიშვების საწინააღმდეგო მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოამზადებს დენის გათიშვებთან ბრძოლის უპრეცედენტო სტრატეგიას - დენი „ნაციონალებმა“ გათიშეს.
მათ გატანილი აქვთ სამინისტროდან პორტატული დენის გამთიშველი, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას.
სექტემბერში ჩამოგვყავს მსოფლიოში ცნობილი ენერგეტიკოსები, რომლებიც გამოიძიებენ როგორ მიგვიყვანა სისხლიანმა 9 წელმა 2014 წლის 27 ივლისის შავ საღამომდე.
ჩვენ აქამდე არ გვქონდა რეალური ენერგეტიკა. ის რაც იყო წინა წლებში, იყო ილუზორული. ახლა ვიწყებთ ენერგეტიკის რეალური სექტორების განვითარებას".
დავით საყვარელიძე: „და შუშის სახლსა საამოდ ზედა ვარსვლავი დაჰნათის! ჰოი წყვდიადო!)
პანიკაში არ მინდა არავინ ჩავაგდო. საკმაოდ გამართული ენერგეტიკა ჩავაბარეთ ამ უუნაროებს. იმედია ავარია მალე შეკეთდება; თუმცა ისიც კარგად მახსოვს, ასე მოულოდნელად რომ გამოირთო მაშინ შუქიც და გაზიც.
ამბროლაურის ქუჩაზე ვცხოვრობდი; მეზობლები დაბლა ეზოში ჩავიდნენ, იქვე ნაძვები დაჩეხეს და სახლიდან გამოტანილ, ცეცხლით გამურულ ქვაბებში ათუხთუხებდნენ საკვებს! შემდეგ „დავიხვეწეთ“, „კერასინკები“ და გაზის ბალონ-გამათბობლები ვიყიდეთ და ასე გავიდა თითქმის 10 წელი!
დღესაც ყველას გვახსოვს, ვინ იყო ნებისმიერ იმდროინდელ მოღვაწეზე ყველაზე უფრო ცნობადი და პოპულარული ადამიანი: მაიქლ სქოული!) ასევე ყველამ ვიცოდით, ვინ რომელ ფიდერზე „იჯდა“. (ეს სიამოვნებაც წავართვით სამწუხაროდ ამაყ ქართველ ერს და 24- საათიანი ელექტროენერგიის მიწოდების ქვეშ, ვაიძულეთ ეყურებინათ ქვეყნის წინსვლა მთელი 9 წელი !!!)", - წერს საყვარელიძე.
დეპუტატი ე.წ. „კერასინკის“ ფოტოსაც აქვეყნებს წარწერით: „მალე ფასი დაედება!) 9-წლიანი ტანჯვის შემდეგ, წარსულის ეს „ტკბილი“ და „ნაცების წართმეული“ მოგონებაც ხომ უნდა დავიბრუნოთ! ესეც სამართლიანობის აღდგენაში შევიყვანოთ!) 1998 წელს დაბადებულებს ალბათ უკვირთ ეს რა ჯანდაბააო;))".