-
2014-07-28 09:58
ადიდებულმა კვინისწყალმა ავტომანქანა წაიღო, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა ორის გადარჩენა მოახერხეს, ერთის ცხედარს წუხელ, ორ დაღუპულს კი დღეს მიაგნეს.
სტიქიის შედეგად დატბორილია სოფლები ინაშაური და საპრასია. მოსახლეობას წყალი საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა, განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები, დახოცილია შინაური ფრინველი და მსხვილფეხა საქონელი.
ფინანასთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
სპეციალური კომისია ზარალის ზუსტ ოდენობას დაადგენს.