„სულიერ დოვლათს, სულიერ სიწმინდეს უნდა გავუფრთხილდეთ“

Image

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ მატერიალური დოვლათი საჭიროა, მაგრამ უმთავრესი სულიერი დოვლათი და სულიერი სიწმინდეა.

 

 

„ძალიან მომენატრა სამშობლო და ძალიან მომენატრეთ თქვენ. სამი კვირა ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი. ადამიანმა თავისი სამშობლო და ახლობლები რომ დააფასოს, ალბათ უცხოეთში უნდა წავიდეს. იქ იხილავს სამშობლოს სიდიადეს, სიწმინდეს.

 

ასე დავინახე მეც. ასე დიდხანს – სამი კვირა არასდროს ვყოფილვარ უცხოეთში. მინდა გითხრათ, რომ საქართველო მართლა განსაკუთრებული ქვეყანაა. მართლა ღვთისმშობლის წილხვედრია, მართლა გამოიყოფა თავისი სიწმინდით, სიდიადით.

 

როცა ვუყურებთ და შედარებას ვაკეთებთ სამშობლოსა და უცხო ქვეყანას შორის, ვხედავთ, რომ შეიძლება უცხოეთში მეტი მატერიალური სიდიადეა, მეტი სიუხვეა, მაგრამ ის, რაც მთავარია, რაც კვებავს სულს, გონებას და სულიერ სამყაროს, არსად არის იმდენი, რაც არის საქართველოში. ეს მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია.

 

იქ, ჩვენთან ბევრი ქართველი ახალგაზრდა მოვიდა. ისინიც გრძნობენ ამ განსხვავებას. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველაფერმა შეჩვევა იცის – სიკეთემაც და ბოროტებამაც. ამიტომ არ უნდა შევეჩვიოთ ბოროტებას, არ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი იყოს მატერიალური დოვლათი.

 

მატერიალური დოვლათი საჭიროა, მაგრამ მეტი არის სულიერი დოვლათი, სულიერი სიწმინდე და ამას უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ", - მიმართა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ილია მეორემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !