ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს ხათუნა ბერძენიშვილი, თორნიკე ხუციშვილი და ლევან მხეიძე დაკითხვაზე დაიბარეს .
თბილისის ორი გამგებელი, საკრებულოს წევრი და მერიის თანამშრომელი საგამოძიებო სამსახურში დღეს, 14:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ უცნობია, თუ რისთვის დაიბარეს თორნიკე ხუციშვილი და ხათუნა ბერძენიშვილი, ასევე საკრებულოს წევრი ლევან მხეიძე და თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე მაია ცენტერაძე.