
საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ცვლილებები შეეხო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საჯელაღსრულებას, დევნილთა და განსახლების მინისტრს, გარემოს დაცვის მინისტრს, ინფრასტრუქტურის მინისტრს, კულტურის მინისტრს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს.