ურეკში კატერი ამოტრიალდა და პარაშუტზე ჩამოკიდებული გოგონა ზღვაში ათრია

Image

გუშინ ურეკში, ძლიერი ქარის შედეგად კატერი ამოტრიალდა, კატერზე გამობმული პარაშუტი კი, რომელზეც გოგონა იმყოფებოდა, ზღვაში ჩავარდა.  უბედური შემთხვევის დროს კატერზე ორი ადამიანი იმყოფებოდა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ზღვაზე ძლიერი ქარი ამოვარდა, ურეკის სანაპირო პლაჟზე, გოგონა კატერმა პარაშუტით  ზღვაში შეიყვანა, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში, გოგონა  ჰაერში ეკიდა და ვერ ხერხდებოდა მისი ჩამოყვანა.  

 

ძლიერი ქარის გამო, პარაშუტმა კატერი უკუსვლით ასწია და არსებობდა  საშიშროება, რომ გოგონა  ხეებში ჩავარდნილიყო ან დაცემულიყო პლაჟზე, თუმცა,  კატერის ზღვაში შეყვანა მოხერხდა,  მაგრამ ძრავმა ვერ გაუძლო და კატერი ჩაიძირა.

 

შემთხვევის ადგილზე მაშველები მაშინვე მივიდნენ. ისინი „სკუტერებით“  შეეცადნენ ჩაძირული კატერიდან დაშავებულების ამოყვანას.

 

დაშავებულების პირველადი დახმარება  სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გაუწიეს. მათი თქმით, პარაშუტზე მყოფი გოგონა, რომელიც კატერმა წყალში ჩაითრია,  შოკურ მდგომარეობაში არ იმყოფება და საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებს.

 

კატერში მყოფი 2 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.  მათ მცირე დაბეჟილობები აღენიშნებათ.

 

http://cp.ge/ge/statiacci.php?ID=21678

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !