მდინარე ტეხურაში ორი რძალი ერთად დაიხრჩო

Image

სენაკში,  სოფელ ნოსირში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ტეხურაში ბანაობისას ერთი ოჯახის რძლები რიტა მიგინეიშვილი და თეონა ბუკია დაიხრჩვნენ.

 

 

„ერთ ეზოში ცხოვრობდნენ ეს ქალბატონები, ძმების მეუღლეები იყვნენ, გვარად სახოკიები არიან ის ბიჭები. რიტა მიგინეშვილი, 36 წლის იყო, 6 წლის შვილი დარჩა, მეორე, თეონა ბუკია, ახალი რძალია, 19 წლის იყო. 3 თვის ფეხმძიმე ყოფილა, საცოდავი...

 

მდინარე ტეხურაზე გასაგრილებლად წასულან. რიტას, უფროს რძალს, შვილმა სთხოვა თურმე მდინარეზე წავიდეთო. იმ ადგილას, სადაც საბანაოდ ჩასულან, მუხლებამდეა წყალი, მაგრამ ძალიან ჩქარი დინებაა და ცივია... თეონას დედაც ახლდათ თურმე... პატარას ფეხზე ხავსი გამოედო, წაბორძიკებულა და წყალში ჩავარდნილა.

 

დედას  ბავშვი სამშვიდობოს ამოუყვანია, მაგრამ თავად წაბორძიკებულა და წაქცეულა საცოდავი... ეტყობა, გამოსვლა გაუჭირდა, რადგან ძლიერი დინებაა და თეონა ჩასულა, მოგეშველებიო. იმ ადგილას კი მუხლებამდეა წყალი, მაგრამ ცოტა ქვემოთ, დაახლოებით, 100 მეტრში, უკვე ღრმა არის, ეტყობა, ჩაითრია და ვეღარ ამოვიდნენ თურმე...

 

ამ ყველაფერს თეონას დედა შეესწრო თურმე, რომელიც ბავშვს აკავებდა, რადგან ისიც ცდილობდა თურმე წყალში ჩაცვენილი ქალების დახმარებას. შორიახლოს მეზობელი თენგიზ ჯანღავა თევზაობდა და იმას გაუგია კივილი, კი ჩავარდნილა წყალში, მაგრამ უკვე გვიანი ყოფილა...

 

მეზობლები ყვებოდნენ, ახლაც ყურებში გვიდგას, შიშისგან ლამის ჭკუიდან გადასული ქალისა და ბავშვის კივილიო. მის ტირილზე მოვარდნილან ახლო-მახლოს მყოფნი და სამაშველო სამსახური გამოუძახიათ, მაგრამ რას უშველიდნენ...“ - იხსენებს სოფლის რწმუნებული, ნუკრი ჯანჯღავა.

 

 

 

http://www.kvirispalitra.ge/public/22331-qrdzlis-gadasarchenad-chavida-tsyalshi-da-orive-daikhrchoq-shemzaravi-tragedia-senakshi.html

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !