ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ის სიტემა, რითაც დონბასში „ბოინგი“ ჩამოაგდეს, სეპარატისტებთან რუსეთიდან მოხვდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჯონ კერიმ დასძინა, რომ „ამ დროისთვის არსებული ყველა სამხილი სწორედ სეპარატისტებზე მიუთითებს“.
ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ სიტემა, რითაც „ბოინგი“ ჩამოაგდეს, "Бук" СА-11-ია: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინის არმიას ხუთშაბათს არ გააჩნდა ეს სარაკეტო-საზენიტო სისტემა ტრაგედიის ადგილის შორიახლო ტერიტორიაზე“, - თქვა ჯონ კერიმ.