
ზუგდიდი-თბილისის მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. გარდაცვლილია ერთი მგზავრი. შემთხვევა, სავარაუდოდ, მძღოლის გადაღლილობამ გამოიწვია, როგორც მგზავრების ახლობლები ამბობენ, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.
ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავებულია 20–ზე მეტი მგზავრი, მათ შორის ბავშვებიც. მძიმედ დაშავებული 3 მგზავრი თბილისში, 15 კი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.