კარატეში საქართველოს ორგზის ჩემპიონი 16 წლის სპორტსმენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავენ, მაგრამ მიზეზებზე საუბარი უჭირთ.
გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენმა გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე მწვრთნელს დაურეკა და დაემშვიდობა.
შემთხვევა მუხიანის დასახლებაში მოხდა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს