როგორი სახლი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Image

ვერძს მინიმალური ავეჯით დატვირთული სახლი შეეფრება. სასურველია, მაღალსართულიანი სახლის ბოლო სართული. შემინული აივნით ან ფართო ვერანდით.

 

 

კუროსთვის საკუთარი სახლია აუცილებელი. იდეალური გამწვანებით, ეზოს ყვავილებითა და ხეხილიანი ბაღით.

 

ტყუპს დუპლექსი ან სულაც ტრიპლექსი ესაჭიროება საიმისოდ, რომ სახლში მოწყენილად არ იგრძნოს თავი. მისთვის ასევე კარგი იქნება სტუდიოს ტიპის ბინა. ბევრი ფერადი პუფით, დიდი პლაზმური ტელევიზორითა და წიგნებით.

 

კირჩხიბს სიძველეები უყვარს; შესაბამისად, ასტროლოგები ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს ურჩევენ მამაპაპისეული სახლი ახლებურად გადააკეთოს ისე რომ ნებისმიერი ნივთი ინტერიერის დიზაინში წარსულის უნიკალურ რელიქვიად აქციოს.

 

ლომი პომპეზურობის მოყვარული ტიპაჟია. მისთვის აუცილებელია მრავალოთახიანი საცხოვრებელი, რამდენიმე დიდი ვერანდითა და აუზით, ხმაურიანი მეგობრული თავყრილობების ან სტუმრების მისაღებად.

 

ქალწულს მინიმალიზმი მოსწონს. შესაბამისად, მისი სახლი არასოდეს უნდა იყოს ზედმეტად გადატვირთული არც ხალხით, არც ავეჯით. მისთვის საუკეთესო ნატურალური მასალისგან ნაგები, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარე სახლი.

 

სასწორს ფერები ხიბლავს ყველგან და ყველაფერში. შესაბამისად, მისთვის სახლი თეატრს უნდა წააგავდეს. აუცილებელია ინტერიერში ბევრი ფერადი დეტალი, მუსიკალური საკრავები და ქანდაკებები.

 

მორიელი საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრების წესის მქონე ინდივიდია. შესაბამისად, სახლი მისთვის ჭეშმარიტად ციხე-სიმაგრეს წარმოადგენს. ამ ნიშნის ხალხს მოსწონს მუქი ფერები ინტერიერში. ოთახები დაბურული, ან ნახევრად განათებული. სასურველია თუ ავეჯის მხრივაც მუქ ტონალობას მიანიჭებთ უპირატესობას.

 

მშვილდოსნის სახლი ბოშათა ბანაკს უნდა წააგავდეს. ყველაზე კარგად ეს ხალხი ალბათ გორგოლაჭებიან სააგარაკო კარავში იცხოვრებდა. თუმცა, როცა საცხოვრებელ სახლზე ვმსჯელობთ, საუკეთესო ვარიანტი მშვილდოსნისთვის კერძო სახლი იქნება... ყველაზე კარგი ვარიანტია ამ მხრივ რანჩო ბევრი ცხოველით.

 

თხის რქას სიმშვიდე, წესრიგი და დისციპლინა უყვარს. მისთვის აუცილებელია ტრადიციულ სტილზე მოწყობილი საცხოვრებელი. ყოველგვარი ექსტრავაგანტური გამოხდომების გარეშე. ბუხარი, დიდი სასადილო ოთახი, სადაც მთელი ოჯახი ერთად საუზმობს.

 

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები ორიგინალობით გამოირჩევიან ყველაფერში. შესაბამისად, მათ საცხოვრებელიც ექსტრავაგანტური ესაჭიროებათ. ყველაზე უკეთესი ამ მხრივ მერწყულისთვის არის მინიმალური ავეჯით დატვირთული ბინა, რომელიც ტექნიკის უახლესი მიღწევებით იქნება აღჭურვილი ყველა ოთახში.

 

თევზებისთვის სახლი სულიერი ნირვანისა და რელაქსაციის ატმოსფერო უნდა იყოს. მათთვის აუცილებელია აკვარიუმი, დიდი აუზი ან ლამაზი ორანჟერეა, სადაც იგი ჩაის დალევს, წიგნებს წაიკითხავს და მეგობრებთან ერთად ფილოსოფიურ საუბრებში გაატარებს საღამოებს.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !