როგორ დავიცვათ თავი გველებისგან

Image

ზაფხულის დადგომასთან ერთად დედაქალაქში გველებზე გამოძახების შემთხვევამ იმატა. ერთ-ერთი ბოლო გამოძახება ორთაჭალიდან იყო, სადაც კერძო სახლის ეზოში ერთმეტრიანი გიურზა ნახეს.

 

 

მოსახლეობამ გველის დაჭერა საკუთარი ძალით ვერ შეძლო და საგანგებო სიტუაციის სამსახურს გამოუძახეს.

 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის თქმით,  ბოლო სამ თვეში გველებზე გამოძახების 600-მდე  შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა  აღმოჩენილი გველების უმეტესობა უწყინარი იყო და მხოლოდ 2 აღმოჩნდა შხამიანი.

 

ექიმ-ტოქსიკოლოგის, სოსო კუტუბიძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს გველების ნაკბენი შხამიანი იქნება თუ არა, ყველა შემთხვევაში დაშავებულმა ექიმს უნდა მიმართოს.

 

„პირველ რიგში, ავადმყოფი უნდა დაწვეს ანუ იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, დიდი რაოდენობით სითხე მიიღოს და შემდგომ აუცილებელია,  ექიმს მიმართოს. ბინის პირობებში მკურნალობა ცოტა ძნელია, მაგრამ თუ არის საშუალება, უნდა მიიღოს საგულე საშუალება. თვითმკურნალობა, მაგალითად ნაკბენის მიდამოს დაზელვა და ა.შ. არ შეიძლება.

 

მხოლოდ ცივყინულიანი რამის დადებაა შესაძლებელი, სხვა ყველაფერი კატეგორიულად აკრძალულია. ძალიან ხშირად თვითმკურნალობას მიმართავენ ხოლმე, რომელსაც მერე გართულებები მოსდევს და უფრო მძიმე სამკურნალო ხდება, ამიტომ ჯობია კბენისთანავე ექიმს მიმართონ.

 

გველისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალება ისაა, რომ გველი არ უნდა გავაბრაზოთ, ფეხი არ დავადგათ, ისეთ ადგილებში არ უნდა ვიაროთ, სადაც შეიძლება ქვეწარმავალი იყოს, განსაკუთრებით საშიშია ღამე ბუჩქნარებში და ბალახებში სიარული“, - აცხადებს კუტალაძე.

 

 „რეზონანსი“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !