-
2014-07-18 12:26
კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში შპს "მექანიზატორის" მენეჯერი კახა ღვინიანიძე დაჭრეს. ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით გულ–მკერდის არეში აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა,
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ინციდენტში კასპის რაიონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ გოგიაშვილი მონაწილეობდა და ის საკუთარი ყანის მომკას მოითხოვდა, თუმცა ღვინიანიძისგან უარი მიიღო.
"ახლა ვინც რა არ უნდა თქვას, ფაქტია, რომ ღვინიანიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში იყო, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კი იქ იარაღით მივიდა და მოხდა უბედურება",- განაცხადა მეზობელმა.
დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, მიმდინარეობს გამოძიება.