უკრაინის უშიშროების სამსახურმა შეძლო ჩაეწერა ტერორისტებსა და რუსული სპეცსამსახურების ოფიცრებს შორის შემდგარი საუბარი, სადაც ტერორისტები მათ თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ანგარიშს აბარებენ.
საუბრიდან ჩანს, რომ სამგზავრო ლაინერი კაზაკებით დაკომპლექტებული ბლოკ-პოსტიდან ჩამოაგდეს, ხოლო მოგვიანებით ტერორისტები თავად აღიარებენ, რომ თვითმფრინავში არანაირი შეიარაღება არ აღმოჩნდა და იქ მხოლოდ სამოქალაქო პირების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების ცხედრებია.