მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა,-ინფორმაციას ,,ipn.ge" აქვეყნებს.
დაახლოებით 12:00 საათზე, # 19 სამარშრუტო ხაზის ავტობუსის მძღოლს მგზავრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ფონიჭალის ბოლო გაჩერებაზე მოხდა, სადაც სამართალდამცავები მუშაობენ.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში ამ ეტაპზე, მკვლელობის ფაქტს არ ადასტურებენ.