დღეს დილით, დაახლოებით 10:30-ის ნახევარზე ფოთთან ახლოს, ზღვაში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო. იგი მდინარე რიონის შესართავთან, მეგობართან ერთად ბანაობდა.
ნაპირზე მყოფმა მოქალაქეებმა მეგობრის გადარჩენა შეძლეს, მოზარდის გამოყვანა კი ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ფოთის და ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამაშველო სამსახური.
მაშველებთან ერთად, მოზარდს ახლობლებიც ეძებენ.