დაბა ყაზბეგში, მყინვარწვერიდან ჩამოსვლისას, რუმა ტურისტმა ლიდია ფუკინამ ფეხი მოიტეხა.
ტურისტის მყინვარწვერიდან ჩამოყვანა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა მოახერხეს.
მაშველებმა ლიდია ფუკინას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი დაბაში ცხენით ჩამოიყვანეს. დაშავებული ქალბატონი რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.