-
2014-07-17 12:18
„X-ფაქტორის“ მონაწილე სალომე ტეტიაშვილი აცხადებს, რომ მისი პერსონის ირგვლივ ინტერესი დიდია და შესაბამისად ინტერნეტში არაერთი ჭორი გავრცელებულა.
„როგორც შევიტყვე, მამაჩემზე ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ ანონიმური წერილი მიიღო. საიტის წარმომადგენელთან დავრეკე და ვუთხარი, რომ მცდარი ინფორმაცია გამოაქვეყნეს.
ამ ინფორმაციას ათასი ჭორი მოჰყვა - თითქოს მილიონერის შვილი ვარ, უამრავი ფული მაქვს და ა.შ. ზოგ საიტზე ოლიგარქის შვილი „ვიყავი“ , ზოგან - მისი სეხნიის. მცდარი ინფორმაცია ბევრგან განთავსდა და ყველგან დარეკვას აზრი აღარ ჰქონდა. უამრავი ჭორ-მართალი იწერება.
ტალახს ათასი ადამიანი გესვრის. ყველას თუ გაეკიდე, მიზანს ვერასოდეს მიაღწევ. კიდევ ერთი ჭორი შევიტყვე. სალომე ტეტიაშვილს მილიონერი შეყვარებული ჰყავსო. „X- ფაქტორში“ ის აფინანსებსო. მილიონერი კი თურმე, ყოველ „ლაივზე“ დიდ თანხას „მირიცხავდა“. კარგად დაინახეს, ეს ჭორებიც როგორ გამართლდა და კონკურსში როგორ „მოვიგე“, - აცხადებს სალომე ტეტიაშვილი.
„გზა“
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-02-21 16:41
-
2016-12-13 21:39
-
2016-11-17 14:21
-
2016-05-07 12:30