ქართველი „კანონიერი ქურდების“ სარჩელი ევროსასამართლომ არ დააკმაყოფილა

Image

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროსასამართლომ სტრასბურგში უარი თქვა ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი საქართველოს მოქალაქის იზეთ აშლარბას სარჩელის დაკმაყოფილებაზე ქურდული სამყაროს წევრობის გამო სასჯელის გაუქმების შესახებ.

 

საქმეზე − „იზეთ აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“ − გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა. სავარაუდო, აშლარბამ საჩივარი სტრასბურგში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებითა და მათთან შეთანხმებით გაგზავნა.  

 

აშლარბა ამტკიცებდა, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე მუხლის პირველი ნაწილი (ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა) არ არის საკმარისად ნათელი და განჭვრეტადი, რაც წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლთან (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე).

 

სასამართლომ მთავრობის არგუმენტები გაიზიარა და მიიჩნია, რომ „ქურდული სამყარო“, „კანონიერი ქურდობა“, „ობშიაკი“ და სხვა საზოგადოებაში იმდენად ფესვგადგმული ცნებებია, რომ აღნიშნულის შესახებ საზოგადოების წევრებს ჰქონდათ სათანადო ცოდნა.

 

მკაფიოდ განსაზღვრავს ქურდული სამყაროს წევრობის, როგორც დანაშაულის, შინაარსს, არის საკმარისად განჭვრეტადი იმისთვის, რომ ინდივიდებმა ზუსტად იცოდნენ, რა არის დასჯადი ქმედება და რომ, შესაბამისად, კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

ამ გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც ახდენს ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის კრიმინალიზაციას, სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !