ჰქონდა თუ არა პრობლემები და რას ამბობდა ეროსი კიწმარიშვილი ბოლო ინტერვიუში

Image

ეროსი კიწმარიშვილის ბოლო ინტერვიუ გაზეთ ,,პრაიმტაიმში“ გუშინ გამოქვეყნდა. ინტერვიუში ეროსი კიწმარიშვილი ,,მაესტროს“ გასხვისების შესახებ საუბრობდა და აცხადებდა, რომ უფრო ახლო მომავალში ცვლილებები  „იმედზე“ მოხდება. როდესაც, მისი თქმით, ნათია აბრამიას სამთვიანი მუშაობის შემდეგ არხზე რუსეთში მომუშავე პროდიუსერი გამოჩნდება.

 

 

ეროსი კიწმარიშვილი თავის ბოლო ინტეწრვიუსი მაკა ასათიანისა და მისი მეუღლის ბიზნესმენ კოტე გოგელიას შესახებაც საუბრობდა და აცხადებდა, რომ ,,მაესტროზე" ყოველთვის იყო რუსეთის წარმომადგენელი და თუკი ახლა ტელევიზიას ახალი მფლობელი ეყოლება,  ეს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოხდება.

 

„ერთადერთი პერიოდი, როდესაც მათ არაფერი დაუთმიათ ეს იყო მაშინ, როცა არაფერს არ წარმოადგენდნენ, ანუ როდესაც კლიპებს ატრიალებდნენ მხოლოდ. როდესაც მე მართვაში ავიღე იმ პერიოდის შემდეგ კომპანიაში დაახლოებით ათი უმსხვილესი ცვლილება განხორციელდა. ასათიანი და მისი მეუღლე სააკაშვილის პერიოდში მე მოვიყვანე, როგორც ინვესტორები, მაგრამ მათ მე გადამაგდეს. ახლა რას აპირებენ ნამდვილად არ ვიცი. ას პროცენტიანი გარანტიით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება მედიაში , არაფერი არ მოხდება ხელისუფლების მმართველობის გარეშე... გოგელია ვინ გგონიათ? მაესტროზე ყოველთვის იყო რუსეთის წარმომადგენელი. გოგელიას დროსაც რუსული კაპიტალის ხელში იყო მაესტრო და ვინ გადაიბარებს რა ვიცი, მაგრამ ვინც არ უნდა გადაიბაროს ხაზგასმით გეტყვით, რომ ეს გადაბარება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოხდება. სააკაშვილი ტელევიზიებში ნაჯახით შერბოდა ხოლმე და ახლა ცდილობენ თავად არ გამოჩნდნენ “– აცხადებდა ეროსი კიწმარიშვილი ,,პრაიმტაიმთან“ .

 

დღეს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარი სახლის ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით რიძრა, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ ის მოკლულია.

 

ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, მეგობარს ბადრი ნანიტაშვილს ესაუბრა და უთხრა რომ საკაბელო ტელევიზიის დაარსებას აპირებდა, ასევე გეგმავდა არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !