ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
ცვლილებების თანახმად, სამართალდამცველი ვალდებული იქნება დაკავებულს მიზეზი და უფლებები დაკავებისთანავე განუმარტოს და ერთი სატელეფონო ზარი განახორციელებინოს.
„ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გვინდა 15 დღემდე შევამციროთ. 90-დღიანი ვადა მიღებული იყო წინა ხელისუფლების დროს, რომლითაც ოპოზიციის აქტივისტებს აპატიმრებდნენ და ამით ძალიან მკაცრად გვსჯიდნენ ხოლმე. ეს რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.