„17 პროცენტით გაიზარდა ნარკოტიკების მომხმარებლის რიცხვი და რა ასაკში, არ გაინტერესებთ? ცხრა წლიდან ჩვიდმეტ წლამდე!“

Image

ნიუ-იორკი ამერიკის 23-ე შტატი გახდა, სადაც სამედიცინო თვალსაზრისით ოფიციალურად დაიშვა მარიხუანის მოხმარება.

 

მარიხუანა გაიცემა მკაცრად, რეცეპტის შესაბამისად, ისეთი მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებზე, როგორიცაა კიბო, პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, ეპილეფსია. რაც შეეხება მარიხუანის მოწევას, ან დათესვა-მოყვანას, ეს შტატის კანონით უმკაცრესად იკრძალება.

 

"ალიასთან" საუბარში ექსპერტ-ნარკოლოგი, გელა ლეჟავა აცხადებს, რომ მარიხუანის სამედიცინო მიზნით გამოყენება მიუღებელია.

 

„როცა ჩვენ იმ ზომამდე მივალთ, პრევენციის მხრივ, როგორც ამერიკელები არიან, მერე ვილაპარაკოთ ამაზე... გაერო წინააღმდეგია ამ ნარკოტიკის გამოყენების და დავუჯეროთ გაეროს.  ამერიკაში ისეთი ანტინარკოტიკული პროპაგანდა მიდის და იმხელა თანხები იხარჯება ამაზე, ადამიანს შეშურდება. ჩვენთან კი რა კეთდება ამის საწინააღმდეგოდ?

 

...ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გამოყო იმისთვის საკმარისი ფული, რომ მოსახლეობის გამოკვლევა მოხდეს, ვიმეორებ, თუნდაც ერთხელ...  ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში 17 პროცენტით გაიზარდა მომხმარებლის რიცხვი და ეს რა ასაკში, არ გაინტერესებთ?  ცხრა წლიდან ჩვიდმეტ წლამდე! და ამ რიცხვს რომ ნახავ და კიდევ იმაზე ილაპარაკებ, ლიბერალიზაციაო, ეს მიუღებელია!

 

თან ისიც არ ვიცით, ეს რაოდენობა რა ნარკოტიკს იღებს. ქვეყანაში უმძიმესი სიტუაციაა და 17-პროცენტიანი ზრდა ნარკომანიაში, ძალიან დიდი ციფრია;  რას ამბობთ? ვიღაცას ნარკომანობა და ნარკოტიკის გაყიდვა უნდა და ეგრე ხომ არ არის?

 

40 000 და კიდევ მეტი ინტრავენური ნარკომანია საქართველოში, ეს ამდენი ადამიანი რომ გამოვა ქუჩაში და მარიხუანის ლეგალიზაციას მოითხოვს, უზარმაზარი დემონსტრაცია გამოვა, ხომ? მაგრამ სამი მილიონი ადამიანი რომ ამის წინააღმდეგია, ეს არაფერი? ხალხს ჰკითხეთ ქუჩაში, რას ფიქრობენ ამის შესახებ და გეტყვიან, ვინ არის ამის მომხრე. ლეგალიზაცია ყველანაირი სახით დაღუპავს ქვეყანას და ქართველ ერს, ამას გეუბნებით მეცნიერულ მონაცემებს.

 

... ვინც გამოდის, თავის ინტერესებს იცავს და, თურმე ისე უნდა იხმარდნენ ამ ნარკოტიკს, რომ არ უნდა დაიჭირო და არ უნდა დააჯარიმო? უნდა, მოსწევს მარიხუანას, თუ გაიკეთებს ჰეროინს? ეს იგივეა, ვიღაც ქურდი იყოს და გამოვიდეს მოთხოვნით, მოდით, ქურდების ინტერესები დავიცვათო, 1000 ლარამდე ქურდობა არ ჩაითვალოს დანაშაულადო?

 

ეს ხალხი არის დანარჩენი ყველაფრისადმი უინტერესო, კომუნისტები იქნებიან, "ნაციონალები", თუ "ოცნება", იმას ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ რომ მოსწიოს და არ დაიჭირო, ამის ინტერესი აქვს და რა არის ამაში გასაკვირი?

... ეპილეფსიის საწინააღმდეგოდ უამრავი წამალია და ვერ გავიგე, ეგ მარიხუანა კლასიკურ მედიცინაში მიღებული პრეპარატი არაა. იმ ზიანთან შედარებით, რაც ამ ნარკოტიკს მოაქვს, რა შედეგი აქვს, ნამდვილად არ ვიცი.

 

თქვენ იცით, ვაშინგტონის შტატში მარიხუანის მოხმარებისთვის რომაა ათი ადამიანი დაჭერილი, მათგან ცხრა ზანგია? იმიტომ რომ ზანგები დაბალი ფენაა და ის იხმარს!

 

... ტელევიზიებში მიჰყავთ ხალხი, ვინც მარიხუანის ლეგალიზებას ქადაგებს და იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ეკონომიკა გვაქვს, ასეთი გარემოცვა და ახლა კიდევ ნარკოტიკი დავუშვათ? მე სულ არ ვარ იმის მომხრე, რომ ნარკომანი ციხეში ჩავსვათ, მაგრამ იმის მომხრე ვარ, რომ ციხეში არ ჩავსვათ და ისე მივხედოთ ამ ხალხს, მაგრამ ამას სჭირდება მატერიალური დანახარჯები და სანამ ეს არ იქნება, მანამდე სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაქსიმალურად მკაცრად უნდა მივხედოთ ამ საქმეს“, - აღნიშნა გელა ლეჟავამ.

 

 

„ალია“ 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !