ნორვეგიის მეფის, ჰარალდ მეხუთის ქალიშვილი სხვადასხვა ქალაქებში საჯაროდ ატარებს სპირიტულ სეანსებს. ინფორმაციას ამის შესახებ ”რეგნუმი" ავრცელებს.
42 წლის მართა-ლუიზას შოუზე დასწრება 250 დოლარი ღირს. მას დახმარებას ბრიტანელი მედიუმი ლიზა უილიამსი უწევს.
სკანდინავიელებს სთავაზობენ იმის ნახვას, თუ როგორ ეკონტაქტება პრინცესა გარდაცვლილთა სულებს.
რამდენიმე წლის წინ პრინცესამ გამოაცხადა, რომ მას ანგელოზებთან შეუძლია ურთიერთობა და სკოლაც გახსნა, სადაც აღნიშნულს ყველა მსურველს ასწავლიდა.