შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა ქიმიური ინციდენტი აღმოფხვრა

Image

შსს ჩოხატაურის რაიონში ქიმიური ინციდენტის აღმოფხვრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფებმა დაბა ჩოხატურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხარი ქიმიური ინციდენტი აღმოფხვრეს.

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამორიგეოში შევიდა შეტყობინება, რომ ჩოხატაურის რაიონში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, სავარაუდოდ რადიაციული გაჟონვა მოხდა.

 

სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე. სამაშველო ჯგუფების მისვლამდე პერიმეტრი შემოსაზღვრეს საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის პატრულ-ინსპექტორებმა.

 

გურიის სამხარეო მთვარი სამმართველოს ჩოხატაურის სამმართველოს თანამშრომლებმა ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს. ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფებმა ადგილზე მისვლისთანავე უსაფრთოების საჭირო ზომები მიიღეს, სახიფათო ზონები შეამოწმეს და ვითრება შეაფასეს.

 

შსს-ს მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინეს ლითონის 3 ბალონი. მათ მიერ ქიმიური და რადიაციული საშიშროების საანალიზო სპეციალური დეტექტორების და ხელსაწყოების საშუალებით ჩატარებული დაზვერვითი სამუშოების შედეგად რადიაციული საფრთხე არ აღმოჩნდა. პირველადი ანალიზით დადგინდა, რომ ლითონის ბალონებში იყო ქლორი ან ქლორის შემცველი ნივთიერება, რომელმაც გაჟონა და გამოიწვია მოქალაქეების მსუბუქი ტოქსიკაცია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

შსს-ს სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფებმა ინდიცენდის ლიკვიდაცია სრულად განახორციელეს. ბალონები შესაბამისი წესების დაცვით გადაიტანეს უსაფრთხო ადგილას, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ზედამხედველობით დაიგეგმა მათი შემდგომი გაუვნებელყოფა და სრული უტილიზაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !